რუსული დამოუკიდებელი ტელეარხის დოჟდის ხელმძღვანელი, ნატალია სინდეევა, ასევე, ჟურნალისტები ვლადიმერ რომენსკი და ეკატერინე კოტრიკაძე რუსეთმა "უცხოეთის აგენტებად" გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ისინი სიაში მათი "პოლიტიკური აქტივობების" გამო მოხვდნენ.
რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია დოჟდი უცხოეთის აგენტების სიაში გასულ წელს შეიყვანეს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი, კრემლმა დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა გაზარდა.
მოგვიანებით რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ეხო მოსკვის და დოჟდის საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა, რის შემდეგაც, არხები სრულიად გათიშეს.
მიზეზად რუსეთის მიერ მიღებული კანონი დაასახელეს, რომლითაც აიკრძალა სიტყვა ომის გამოყენება და "სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება". ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა მაშინ თქვეს, რომ ტყუილის გაშუქებაზე უარს ამბობდნენ. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 18 ივლისს, მოსკოვის დროით 20:00 საათზე დოჟდის მუშაობა აღდგა, მათ შორის ფორმულასთან თანამშრომლობით.